ჩვენ შესახებ

ეიჩესი ჯგუფის ისტორია 2016 წლიდან იწყება და დღემდე არაერთი კომპანიის თანამშრმლების უსაფრთხოებაზე ზრუნვით გრძელდება. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისათვის, რომ პარტნიორი კომპანიების საქმიანობა სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობასთან.

კომპანიის მისია/მიზნები და ფასეულობები

ეიჩესი ჯგუფის მისიაა თავისი ცოდნითა და გამოცდილებით დაიცვას ყველაზე მთავარი - ადამიანის სიცოცხლე.

ჩვენი მიზანია დავნერგოთ შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და შევცვალოთ ქვეყანაში არსებული სტატისტიკა.

ფასეულობები

თანამშრომლები და პარტნიორები ჩვენი მთავარი მონაპოვარია, მათ წარმატებაში წვლილის შეტანა კი მთავარი ღირებულება.

საქმის დროულად და ხარისხიანად შესრულება - კრედო, რომელიც არასდროს შეიცვლება.

ჩვენი ისტორია
დაარსებიდან დღემდე
2016
drag_indicator
2016 წელი ეიჩესი ჯგუფის დაფუძნების თარიღია.
2017
drag_indicator
ამ დროისთვის ეიჩესი ჯგუფი უკვე 20-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას უწევდა შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მომსახურებას.
2018
drag_indicator
ჯერ კიდევ კანონის გამკაცრებამდე, ეიჩესი ჯგუფი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და მცირე დროში პარტნიორთა რიცხვი 35-მდე გაზარდა.
2019
drag_indicator
გრძელვადიანი თანამშრომლობა ეიჩესი ჯგუფის პრიორიტეტია. 2019 წლის დასასრულისთვის ეიჩესი ჯგუფის ბალანსზე 50-მდე წარმატებული პროექტია.
2020
drag_indicator
2020 წელი პანდემიის გამო ეიჩესი ჯგუფისთვის გამოწვევების წელი იყო. ჩვენმა გუნდმა სწრაფად შეძლო ადაპტირება და ორგანიზაციებში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების უზრუნველყოფაც.
2021
drag_indicator
5-წლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა ეიჩესი ჯგუფის გუნდისა და პარტნიორთა რიცხვი. 2021 წელს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მომსახურებას უწევს 100-მდე წამყვან კომპანიას საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ

შრომის უსაფრთხოების დანერგვა
- პოლიტიკის შემუშავება - რისკების შეფასება - მაკორექტირებელი ღონისძიებები - ინსტრუქციების შემუშავება - ყველა საჭირო ინსტრუქტაჟი
სახანძრო უსაფრთხოების დანერგვა
- საევაკუაციო გეგმის შედგენა - ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების განსაზღვრა - კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმა - პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა - სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი - სახანძრო საევაკუაციო სწავლება
ტრენინგების ჩატარება
- შრომის უსაფრთხოება - სახანძრო უსაფრთხოება - პირველადი სამედიცინო დახმარება - სიმაღლეზე მუშაობა - ტვირთამწის ოპერატორის გადამზადება - გარემოს დაცვა
აუდიტი
- რისკების შეფასება - მაკორექტირებელი ღონისძიებები - დოკუმენტაციის შემოწმება - სახანძრო სისტემების და ცეცხლმაქრების შემოწმება - პერსონალური დაცვის საშუალებების შემოწმება

კონტაქტი

ჩვენი საკონტაქტო

მობილური: +995 577 45 98 22 +995 577 67 00 77
ელ. ფოსტა: info@hsegroup.ge
მისამართი: ქ. თბილისი, 7 ბამბის რიგი, 0105
გაგზავნა